ავტორი:

"მამიდა "განმიქოცდა" - ბაჩო დოლიძე

"მამიდა "განმიქოცდა" - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მისი ოჯახის წევრი "განქოცდა“. პოლიტიკოსის თქმით, მამიდა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა და მმართველ პარტიას უჭერდა მხარს, დღეს ასე აღარ ფიქრობს...

ბაჩო დოლიძე:

"ძალიან დაზიანებული აქვს იმიჯი კონკრეტულ ადამიანებს, ამ მოვლენების შემდეგ ერთ-ერთი ოჯახის წევრი "განმიქოცდა". მამიდაჩემი "იმედისა" და "პოსტვს" გარდა ტელევიზიებს არ აღიარებდა, ახლა გამოდიოდა და ამბობდა, ეს რას შვრებიან, რატომ ჩქარობენ, ალბათ, დავალება არისო...

მამიდასი რა გითხრათ ამ ამბების შემდეგ და მე მეშველა, მას ნაშველი ჰქონდა, ათი წელი მშვიდად ცხოვრობდა, წყნარად..."