ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება ისევ რუსული ნარატივით უტევს დასავლეთს.

"როდესაც ასეთი კრიზისი ხდება ქვეყანაში, ხელისუფლებას აქვს ორი შესაძლო არჩევანი - შეეცადოს, რომ საზოგადოებასთან, რომელსაც უჩნდება სამართლიანი პროტესტი, დამაყაროს გარკვეული კომუნიკაცია და კომპრომისის გზით იაროს და შეეცადოს იგივე საზოგადოება გადატეხოს, დროებით უკან დაიხიოს და მერე კონტრშეტევაზე გადავიდეს.

"ღარიბაშვილისნაირი ფიგურებისთვის, ისევე როგორც კობახიძისნაირი ფიგურებისთვის პირველი გზა დაკეტილია, იმიტომ, რომ მათ არანაირი რესურსი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ნორმალური ურთიერთობის, საერთო ენის გამონახვის არ აქვთ. მათი მთელი მოღვაწეობა აწყობილია სიძულვილზე, აგრესიაზე, ძალის დემონსტრირებასა და ნეგატივზე, ტოტალურ ნეგატივზე, სპეკულაციებზე. ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან სატანიზმზე იწყებენ ლაპარაკს. შესაბამისად, გუშინდელი გამოსვლა კანონზომიერი იყო. ამ კაცმა სხვა არაფერი იცის და რაც ისიც, იმას აკეთებს, იმავე სქემაში ზის, ასეთი მოცემულობაა. ფაქტია, რომ ხელისუფალი დღეს ფიქრობს რევანშზე. სისუსტის გამოვლენა ასეთი ადამიანებისთვის არის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება იყოს და ამიტომ ესენი ცდილობენ რაღაცნაირად ისევ აგრესიით, ისევ ძალის დემონსტრირებით გავიდნენ ფონს. ამას აკეთებენ თავისი შვილებისა და შვილიშვილების თაობის მიმართ. სჯობს რომ მოეშვან, იმიტომ, რომ თაობათა ცვლის პროცესი დაწყებულია და გარდაუვალია.

ამასთან, ფაქტია, რომ ისინი იმოქმედებენ აგრესიულად. ფანტაზიაც კი არ აქვთ, იმავე გზით ივლიან, ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა და გუშინ ეს ჩანდა, სატანიზმზე და რაღაც სისულელეებზე ილაპარაკა ბავშვებთან მიმართებით, რაც წარმოუდგენელია. თვითონ ჰყავს იმავე ასაკის შვილები. ივლიან იგივე შეთქმულების თეორიების განვითარების გზით - ვანო მერაბიშვილს რაღაც ათქმევინეს და ამაზე ააგეს თეორია. ისევ შეთქმულების თეორია, ისევ გადატრიალების მცდელობა და ა.შ. ისინი ევროპისკენაც კი არ შეტრიალდნენ. ერთია, როცა საზოგადოებას აგრესიულად ექცევი, მაგრამ იქნებ საგარეო მიმართულებით მაინც რაღაც დაეკორექტირებინათ, აქაც არაფერი შეცვლილა. ისევ რუსული ნარატივით უტევენ დასავლეთს, "მტრებს“ და "მტრების“ მიერ აქ დაქირავებულ აგენტურას. არ აქვს მას არც ინტელექტუალური და როგორც ჩანს, ინსტრუქციებით იმის მანევრი, რომ რაიმე შეცვალოს. ისევ იქ არის და ელოდება სისუსტის გამოვლინებას მეორე მხრიდან, რომ გუშინ თუ არ სცემა საზოგადოება, ხვალ სცემოს. ზნეს ვერ შეიცვლიან ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.