ავტორი:

"მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან სამარცხვინო იყო - თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან" - კალაძე

"მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან სამარცხვინო იყო - თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან" - კალაძე

ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, სადაც ის 7 და 8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს, სამარცხვინო იყო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს.

"ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ოპოზიციისგან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ყოველდღიურად იყო მოწოდებები. გარკვეული პოლიტიკოსები რეალობას აცდენილები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება ქვეყანაში. თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციითა და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. საქართველოშიც და ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს. მათ ჰგონიათ, მოსახლეობას დაავიწყდა, როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ: