ავტორი:

"საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს" - კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი ირაკლი ღარიბაშვილს აქებს

"საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს" - კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი ირაკლი ღარიბაშვილს აქებს

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და მისით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

  • "საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს" - წერს "ტელეგრამზე" სალავიოვი.

მას ციტატები მოჰყავს პრემიერის გუშინდელი ინტერვიუდან და წერს:

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმერ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა.

"როცა ომში მყოფი ადამიანი იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ ჩართულია, მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს",- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. მან ასევე გააკრიტიკა სხვა უკრაინელებიც, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს საპროტესტო აქციებს. "გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული "ლუზერები", რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ურჩია "უპირველესად იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ქვეყანაზე“ და აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო "არ ჩაერთო“ უკრაინის კონფლიქტში", - წერს პრემიერის განცხადებებით აღფრთოვანებული სალავიოვი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="SolovievLive/163693" data-width="100%"></script>