ავტორი:

რეალური სათავგადასავლო თამაში  TeensGame - თინეიჯერებისთვის - იწყება!

რეალური სათავგადასავლო თამაში  TeensGame - თინეიჯერებისთვის - იწყება!

#ყველაფერიიწყებაწიგნით

მაშ ასე, რადგან ამ გვერდზე აღმოჩნდი, ესე იგი, მზად ხარ იმოგზაურო წიგნის ჯადოსნურ სამყაროში, ამოხსნა თავსატეხები და მოიგო Oculus Quest 2 ან Apple AirPods Pro 2.

TeensGame (თინსგეიმი) – გამომცემლობა „პალიტრა L“-სა და „ზუმერი“-ის თამაშია თინეიჯერებისთვის.

თამაშში ჩართვა მარტიდან, მედლინ რუს ბესტსელერის – „საგიჟეთის ამბების“ გამოსვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

წიგნში იპოვი ბარათს, რომელშიც თამაშის პირველი დავალება იქნება მოცემული. შენი მიზანია შეასრულო ის.

გამოიცანი მინიშნებები, რომლებიც ილუსტრაციაზეა მოცემული. მინიშნებები დაგეხმარება წიგნში საჭირო თავის პოვნაში, იმ კონკრეტული თავიდან კი 5 სიტყვა უნდა ამოწერო. სიტყვების სწორად დალაგებით მიიღებ წინადადებას, რომელიც ასევე მინიშნებაა და ის თამაშის ფინალურ ტურში დაგეხმარება.

ასეთი დავალება სერიის ახალ წიგნებს დაერთვება. თამაშის ფინალში მოსახვედრად, რომელიც 27 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება, აუცილებელია ოთხივე ფურცლის შეგროვება და მათზე მოცემული დავალებების ამოხსნა. ფინალზე სწორედ ეს ფურცლები უნდა მოიტანო.

სხვადასხვა დავალების ამოხსნისას დაგჭირდება კრეატიული აზროვნება, დაკვირვებულობა. ზოგიერთი ნივთი (რომლებიც ყველას აქვს სახლში) დაგეხმარება სწრაფად და მარტივად ამოიკითხო მინიშნებები.

დავალებებში შესაძლოა შეგხვდეს გამოცანები, სხვადასხვა ხერხით დაშიფრული ტექსტები და ილუსტრაციები.

რაც შეეხება თამაშის ფინალს, ის „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ღია სივრცეში გაიმართება. ამ ტერიტორიაზე გაბნეული იქნება მინიშნებები, რომელთა მოსაძებნად მოთამაშეებს დაეხმარება თამაშის წინა 3 ტურში მოპოვებული პასუხები.

პირველი ორი მოთამაშე, რომელიც ყველა მინიშნებას იპოვის და ფინალურ დავალებას სხვებზე ადრე გაართმევს თავს, დასაჩუქრდება!

პირველი, ვინც მიაგნებს მინიშნებას, საჩუქრად ,,ზუმერის" Oculus Quest 2-ის მიიღებს;

მეორე ადგილის მფლობელს კი Apple AirPods Pro 2 გადაეცემა.

გისურვებთ წარმატებებს!

R