ილონ მასკი საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს

ილონ მასკი საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს

ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულის დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ქალაქის აშენება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, "ტესლას" დირექტორთან და მის სხვადასხვა კომპანიებთან დაკავშირებული ადამიანები ტეხასში ათასობით ჰექტარ მიწას იძენენ. მათ სურთ, რომ აქ ქალაქი გააშენონ, რომელშიც მასკის კომპანიებში დასაქმებული ადამიანები იცხოვრებენ, იტყობინება Wall Street Journal.

ჟურნალის ცნობით, ამ სუბიექტებმა მინიმუმ 3 500 ჰექტარი მიწა შეიძინეს ქალაქ ოსტინთან ახლოს და ახლა ქალაქ სნეილბრუკთან გაერთიანებაზე მუშაობენ. ასეთი მიდგომისთვის ტექნოლოგიურ კომპანიებს არაერთხელ მიუმართავთ. კამპუსში თავიანთი თანამშრომლების ჩასახლებით, მათ საშუალება ეძლევათ, დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო საათები გაუზარდონ.

ილონ მასკი გეგმავს, რომ თავის თანამშრომლებს "ბინის ქირის დაბალი ფასი შესთავაზოს" და ახალ სახლებში შეასახლოს. ჯერჯერობით, 100 ასეთი სახლის აშენებაა დაგეგმილი და ისინი საცურაო აუზებს, გარე სპორტულ და გასართობ სივრცეებსაც გულისხმობს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა