ავტორი:

რას აცხადებს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც ბულვარში 10 წლის ბავშვი დაიღუპა

რას აცხადებს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც ბულვარში 10 წლის ბავშვი დაიღუპა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.

რიჟვაძის თქმით, მომხდარს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

“ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით. გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება” , - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე იხილეთ: