ავტორი:

"როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს" - ხატია დეკანოიძე

"როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს" - ხატია დეკანოიძე

"ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს, სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს", - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, მან შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები მოისმინა.

"ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა და ახალგაზრდების დისკრედიტაციის მიზნით შეთხზული გზავნილები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებას გამოხატავს. ღარიბაშვილის აზრი არავის აინტერესებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მუქარა და შურისძიება ამ ხელისუფლების ხელწერაა - მაშინ, როცა ღარიბაშვილის პოზიცია რუსი პროპაგანდისტების პოზიციებს ემთხვევა, ეს არის ის, რასაც ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები რუსთაველზე აპროტესტებდნენ.

საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების კონკრეტულ პარტიასთან აფილაციაზე საუბარი მათი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა - აქციაზე უამრავი ახალგაზრდა იდგა, ვისაც არანაირი პოლიტიკური პრეფერენცია არ ჰქონდა. ეს იყო შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.