ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ძალებისა და სპეცსამსახურების წვრთნები რეგულარულად ტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსმა დიმიტრი დბარმა განუცხადა.

  • "წვრთნები მაქსიმალურად ახლოსაა ბრძოლასთან - კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება კვარტალში ერთხელ. აქ განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ამ წვრთნების ჩასატარებლად“ , - აღნიშნა დბარმა.

მისივე თქმით, მსგავს წვრთენს კიდევ უფრო ხშირად ჩაატარებენ.

"მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო ხშირად ჩავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა შევიმუშაოთ მექანიზმები მოსახლეობის ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად. შეასრულონ მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანები“, - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

"წვრთნები“ კვირას დაიწყო, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელით ე.ე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.