ავტორი:

საქართველოდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა - რას წერს რუსული მედია

საქართველოდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა - რას წერს რუსული მედია

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა.

გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა - 14 000-ზე მეტი ადამიანი“ , - განუცხადა ტომაევმა 'რია ნოვოსტის“.

სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.