ავტორი:

"პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩასასვლელად და სააკაშვილის დასახმარებლად, ელოდებიან ქართული მხარის  თანხმობას" - პოლონეთის მთავრობის სპიკერი

"პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩასასვლელად და სააკაშვილის დასახმარებლად, ელოდებიან ქართული მხარის  თანხმობას" - პოლონეთის მთავრობის სპიკერი

პოლონელი ექიმების ჯგუფი მზადაა, თბილისში ჩაფრინდეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად და ელოდება საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ თანხმობას - ამის შესახებ ვარშავაში დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა.

"ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით ქართული მხარის ოფიციალურ თანხმობას ამ საკითხზე. რეალურად არის ასეთი განცხადება ჩვენი მხრიდან და გადაიდგა ფორმალური ნაბიჯები“ , - განაცხადა მიულერმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სასაყვედურო, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ ასეთი თანხმობა არ გასცეს.

მიულერმა აღნიშნა, რომ თბილისში საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამედიცინო მომსახურების პროცესი სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში. ამიტომ, პოლონური მხარე მზადაა, ამ ეჭვების გასაფანტად საქართველოში სამედიცინო მისია გაგზავნოს.

ცნობისთვის, 10 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, მიიღოს პოლიტიკოსი სამკურნალოდ.