ავტორი:

ისწავლე ინგლისური სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ 599 ლარად!

ისწავლე ინგლისური სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ 599 ლარად!

გლობალიზებულ სამყაროში ინგლისური, როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებული ენა, გახდა ერთ-ერთი მთავარი გასაღები მარტივი კომუნიკაციისთვის. ინგლისური ენის ცოდნა ადამიანებს უხსნის კარს სხვადასხვა ინდუსტრიის საერთაშორისო ქსელებში და ხელს უწყობს მათ კარიერულ განვითარებას.

გასული წლების განმავლობაში ხშირად მოკრავდით თვალს პროგრამირებას ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სიებში. ყველაფერთან ერთად ტექნოლოგიური ინდუსტრია ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს კოდის წერა და გახდეს დეველოპერი. ამ სფეროში წარმატების მოკლე დროში მისაღწევად ინგლისური ენის კარგად ცოდნა შეიძლება ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად დასახელდეს.

ინგლისურის ცოდნა გადამწყვეტია მათთვის, ვისაც სურს ტექ სფეროში განვითარება, რადგან ის ხსნის შესაძლებლობების ახალ სამყაროს. გარდა ამისა, დეველოპერები ხშირად მუშაობენ გუნდებში, ხოლო ამ გუნდის წევრებთან გამართული კომუნიკაცია გადამწყვეტია დავალების უხარვეზოდ შესრულებაში. ინგლისურად ლაპარაკისა და წერის შესაძლებლობას დეველოპერებს უადვილებს ითანამშრომლონ გუნდის წევრებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

სქილვილი, როგორც ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია საქართველოში, პასუხობს ამ მოთხოვნებს და გამოწვევებს. პროგრამირების კურსებთან ერთად, აკადემიაში შეიქმნა ახალი მიმართულება - Skillwill Languages, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა და დაესწრონ ლექციებს დისტანციურად, არასამუშაო დროს, საღამოს 19:00 საათზე.

კურსის მიზანია ინგლისურ ენაზე მეტყველების, მოსმენის, წერის და კითხვის უნარების თანაბარ დონეზე განვითარება. ასევე, აქცენტი კეთდება ენის პრაქტიკულ ასპექტებზე, როგორიცაა სასაუბრო ინგლისური, გავრცელებული ფრაზები და სიტყვები, ხშირად გამოყენებადი გრამატიკული კონსტრუქციები. კურსში გამოყენებულია მრავალფეროვანი სასწავლო მასალა და ენის სწავლების საუკეთესო პრაქტიკები, რომლის ეფექტურობაც უკვე 20 წელზე მეტია უამრავი ადამიანის წარმატებული გამოცდილებით დასტურდება. წარმატებული სტუდენტებს კი გადაეცემათ დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ეს კურსი სპეციალურად შექმნილია დამწყებთათვის, მიუხედავად მათი ასაკისა და პროფესიისა. მისი ხანგრძლივობა არის 6 თვე. სრული კურსის ღირებულება სქილვილის სტუდენტებისთვის კი მხოლოდ 599 ლარია!

დარეგისტრირდით დღესვე: http://bit.ly/3ZLTXBY

R