ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

დღეს, ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება.

ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე, შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავრცელებს.