ავტორი:

"ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას" - დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოზე

"ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას" - დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოზე

რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, - ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შეკითხვას, თუ რას ფიქრობს კრემლი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმის აღძვრას გეგმავს.

"ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსი პირების მიმართ დაკავების ორდერი მოითხოვოს. გამოცემის წყაროების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავს.