ავტორი:

გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი, ენმ-ს წარმომადგენლებთან, ერთად სტრასბურგში იმყოფებიან - დღეს ევროპარლამენტში პატიმარი ექსპრეზიდენტის თაობაზე იმსჯელებენ

გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი, ენმ-ს წარმომადგენლებთან, ერთად სტრასბურგში იმყოფებიან - დღეს ევროპარლამენტში პატიმარი ექსპრეზიდენტის თაობაზე იმსჯელებენ

დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული.

კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან. ინფორმაციას ენმ-ს თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ოფიციალურ პირებთან ერთად არიან ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი.

გიორგი ჩალაძემ სტარსბურგში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მედიასთან აღნიშნა, რომ სტრასბურგში შეხვედრების მიზანი და თემა "პუტინის პატიმრები“ იქნება.

"ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად იმ ქმედებებზე, რომელსაც პუტინი მისი პატიმრების მიმართ სჩადის. უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც ჩამოდიან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება და საშუალების მიცემა პრეზიდენტი მოინახულონ. ეს იქნება რეკომენდაციების შესრულებისთვისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.