ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე" - შარლ მიშელი

"სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე" - შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. ასევე მივესალმე მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი "ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევა გადამწყვეტია საქართველოსთვის.

"ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა, არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია“, - აცხადებს შარლ მიშელი.