ავტორი:

რატომ არ მივიდა ტომ კრუზი ოსკარის ცერემონიაზე - "ნიკოლ კიდმანს თავს არიდებს, არ სურდა ყოფილ ცოლთან შეხვედრა"

რატომ არ მივიდა ტომ კრუზი ოსკარის ცერემონიაზე - "ნიკოლ კიდმანს თავს არიდებს, არ სურდა ყოფილ ცოლთან შეხვედრა"

ტომ კრუზი ყოფილ მეუღლეს, ნიკოლ კიდმანს თავს არიდებს, იტყობინება New York Post-ი. იმის მიუხედავად, რომ 60 წლის ვარსკვლავის ფილმი, “Top Gun: Maverick” ოსკარის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო.

როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, მიზეზი ისაა, რომ ტომს სურდა, ნიკოლ კიდმანთან უხერხულ შეხვედრას მორიდებოდა.

აღნიშნულის შესახებ წერს, The Daily Mail-იც. გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტომ კრუზთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კრუზს არ სურდა მისი და ნიკოლის გზები გადაკვეთილიყო.

ნიკოლ კიდმანი 2023 წლის "ოსკარის" დაჯილდოებაზე მეუღლე კით ურბანთან ერთად

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი 1990 წელს დაქორწინდნენ და ორი ბავშვი - იზაბელა და კონორი იშვილეს, რომლებიც ახლა 29 და 27 წლისანი არიან. ტომ კრუზის თქმით, ორივე მათგანი, მამის მსგავსად, საიენტოლოგიის ეკლესიის წევრები არიან. წყვილი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდა.

ფანების ეჭვით, მათი გაცილების მიზეზი ის გახდა, რომ ნიკოლ კიდმანს არ სურდა ტომის მსგავსად საიენტოლოგიის მიმდევარი გამხდარიყო.

"მანაც იცის, რატომ ვეყრებით და მეც. ის ჩემი შვილების დედაა და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. მგონია, ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ხანდახან მწარე რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ“, - ამბობდა ტომ კრუზი.

მას შემდეგ, კრუზმა კოლეგა ქეით ჰოლმსზე იქორწინა. მათ ერთი გოგონა, სური ეყოლათ, რომელიც ახლა 16 წლისაა. ისინი 2012 წელს გაშორდნენ ერთმანეთს. რაც შეეხება კიდმანს, ის ქანთრის მუსიკოს კით ურბანზე დაქორწინდა და უკვე 16 წელია, ერთად არიან. წყვილს ორი ქალიშვილი, სანდეი როუზი (14 წლის) და ფეით მარგარეტი (12 წლის) ჰყავს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა