ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა" - პეტრას აუსტრევიჩიუსი

"მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა" - პეტრას აუსტრევიჩიუსი

მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება. მისი წონა 120 კილოგრამიდან ამ დროისთვის 64-62 კილოგრამამდეა შემცირებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“.

"უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიული არაპროვოცირებული ომის დროს, რუსეთში მიმდინარეობს დემოკრატიულ ოპოზიციაზე უწყვეტი ზეწოლა და პოლიტპატიმრების უპრეცედენტო დევნა საქართველოში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რეფორმისტი, პოლიტიკური აქტივისტი. მისმა პოლიტიკამ გარდაქმნა ქართული საზოგადოება, ეკონომიკა, გააძლიერა ბრძოლა კორუფციასთან და ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის ეროვნული კურსი. 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიხეილი დააპატიმრეს, მიუსაჯეს 8 წლიანი პატიმრობა და რჩება პატიმრობაში გაუარესებული ჯანმრთელობით. მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება. მისი წონა 120 კილოგრამიდან ამ დროისთვის 64-62 კილოგრამამდეა შემცირებული“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.