ავტორი:

"ოცნებამ" ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა "მესიჯი" საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას" - გახარია

"ოცნებამ" ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა "მესიჯი" საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას" - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც ევროკავშირის დელეგაციას შეტყობინება გაუგზავნა.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების ხმა უნდა მოისმინოს.

"პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.