ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აქციით მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ „საქართველოს ვერ გაარუსებენ“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ „იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“.

"გთავაზობთ, 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ რელურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.