ავტორი:

"პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, 4-6 კვირაში გადასცეს" - მატეუშ მორავეცკი

"პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა, 4-6 კვირაში გადასცეს" - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ უკრაინას "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები, შესაძლოა, მომდევნო 4-6 კვირაში გადასცეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თებერვლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები "მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სამართავად მომზადებული იყვნენ.

"თუმცა, უკრაინელ პილოტებს, სავარაუდოდ, მეტი წვრთნები დასჭირდებათ, რათა მზად იყვნენ ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე თვითმფრინავების მართვისთვის, როგორიცაა F-16", აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, თანამედროვე იარაღი გასაღებია რუსეთისგან დასაცავად უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად. კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა, დიახ, თუ ასეთი საჭიროება არსებობს“.