ავტორი:

ბათუმში, ბატუტზე თამაშის დროს დაშავებული სამი წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს - "მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება"

ბათუმში, ბატუტზე თამაშის დროს დაშავებული სამი წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს - "მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება"

ბათუმში ბატუტზე თამაშის დროს დაშავებული სამი წლის ბიჭი, დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებიდან, ოჯახის გადაწყვეტილებით თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, მას თავის არეში აქვს ტრავმა მიღებული.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმში ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი მალევე გარდაიცვალა. მომხდარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

ნახეთ ასევე: