ავტორი:

"მარიამი მსოფლიოს ასობით ახალგაზრდაში გამოარჩიეს" - ქართველი მოსწავლის წარმატება ამერიკაში: რას წერს აშშ-ის საელჩო მარიამ ქურდაძეზე?

"მარიამი მსოფლიოს ასობით ახალგაზრდაში გამოარჩიეს" - ქართველი მოსწავლის წარმატება ამერიკაში: რას წერს აშშ-ის საელჩო მარიამ ქურდაძეზე?

საქართველოში არსებული ამერიკის საელჩო ქართველი მოსწავლის ამერიკულ წარმატებაზე წერს. საუბარია მარიამ ქურდაძეზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო მსოფლიოს ასობით ახალგაზრდაში გამოარჩიეს.

"ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში ჩვენი გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა.

მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო" - წერია ინფორმაციაში.