ავტორი:

"თქვენს ფსიქიკაში რაღაც პრობლემებია, სპეციალისტს მიმართეთ" - რას წერს რამზან კადიროვი ინფორმაციაზე, რომ ის მძიმედ ავადაა

"თქვენს ფსიქიკაში რაღაც პრობლემებია, სპეციალისტს მიმართეთ" - რას წერს რამზან კადიროვი ინფორმაციაზე, რომ ის მძიმედ ავადაა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის მძიმედ ავადაა. აღნიშნულ თემაზე მან პოსტი "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსეა.“

მანამდე ყურადღება მიიქცია ნივთმა კადიროვის ერთ-ერთი ვიდეოედან - ის ჩეჩნეთის ლიდერს თითზე ჰქონდა დამაგრებული. ზოგიერთი წერდა, რომ ეს სამედიცინო მოწყობილობა იყო, რომელსაც რამზანი მკურნალობისთვის იყენებდა.

როგოც ჩეჩნეთის ლიდერი წერს, ეს ნივთი ელექტრონული კრიალოსანია.

"ოჰ, რამდენი დისკუსია გამოიწვია ჩემმა ელექტრონულმა კრიალოსანმა. მათ უწოდეს პანიკის ღილაკი, სამედიცინო ნივთი, იდუმალი მოწყობილობა. აგრძელებენ მცდელობას, გამოიცნონ,, რა არის. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ვერსიებმა გამამხიარულა.

მე მაქვს ელექტრონული კრიალოსანი და ის ყოველთვის ჩემთანაა, როცა ვიღვიძებ“, - წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ როცა ლოცვებს კითხულობს, ელექტრონული კრიალოსანის საშუალებით ითვლის. "სწორედ ეს არის საიდუმლო“, - დასძენს ჩეჩნეთის ლიდერი.“

"ვინც იმედოვნებს რომ უკურნებლად ავად ვარ, ვწუხვარ, იმედი გაგიცრუეთ. მე ჯანმრთელი ვარ, ჯან-ღონით სავსე. როგორც ადრე, დაკავებული ვარ სპორტით, დავდივარ მთებში სალაშქროდ და ვმუშაობ რესპუბლიკის განვითარებაზე. მეჩვენება, რომ ჩემი ავადმყოფობის შესახებ ამ ფანტასტიკური ვერსიების ავტორებს ექიმი სჭირდებათ. თქვენს ფსიქიკაში რაღაც პრობლემებია, ბიჭებო, სპეციალისტს მიმართეთ", - წერს კადიროვი.