ავტორი:

მედიის ცნობით, ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა

მედიის ცნობით, ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, ხელი შეუშალოს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის ისრაელში ვიზიტს მას შემდეგ, რაც მან სამშაბათს ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა. ამის შესახებ ისრაელის მედიასაშუალება Haaretz-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბორელმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ინტერესი ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ისრაელმა მიანიშნა, რომ არ ითანამშრომლებს ამ ნაბიჯზე.

"არ არსებობს მიზეზი, რომ დააჯილდოო ის [ბორელი] მისი საქციელისთვის“, - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.