ავტორი:

"კვარა" და "ნაპოლი" ახალ ისტორიას წერენ - გერმანულ კლუბთან მოგებული პირველი ტაიმი, არაერთი საგოლე შანსი და სულ უფრო ახლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალთან

"კვარა" და "ნაპოლი" ახალ ისტორიას წერენ - გერმანულ კლუბთან მოგებული პირველი ტაიმი, არაერთი საგოლე შანსი და სულ უფრო ახლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალთან

ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩი მიმდინარეობს სადაც იტალიური გუნდი ფრანკფურტის "აინტრახტს" უპირისპირდება.

მატჩის პირველი ტაიმის დამატებულ წუთებში "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. საგოლე გადაცემა მატეო პოლიტანოს ანგარიშზეა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მოედანზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ანგარიშით 1-0 დამთავრდა.

ნეაპოლურ გუნდს "აინტრახტთან" პირველი მატჩი 0-2 აქვს მოგებული. ჯამში, ამ დროისთვის 3-ბურთიანი უპირატესობით ამარცხებს და სულ უფრო უახლოვდება ისტორიულ შედეგს - გავიდეს პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.