ავტორი:

კვარაცხელიას და "ნაპოლის" ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება - იტალიური კლუბის ისტორიული შედეგი და განადგურებული "აინტრახტი"

კვარაცხელიას და "ნაპოლის" ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება - იტალიური კლუბის ისტორიული შედეგი და განადგურებული "აინტრახტი"

ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს "ნაპოლი" და ფრანკფურტის "აინტრახტი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "ნაპოლის" სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით 3-0 დასრულდა.

პირველი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, "ნაპოლის" შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ვიქტორმა კვლავ გაიტანა და დუბლი შეასრულა, მატჩის 64-ე წუთზე პიოტრ ჟელინსკიმ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა არ გაუმართლა - მას არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე "აინტრახტის" მეკარე შესანიშნავად თამაშობდა. "კვარამ" მოედანი 74-ე წუთზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა "აინტრახტს" პირველი თამაში 0-2 მოუგეს. ნაპოლისა და კვარას ზღაპარი კი ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება. იტალიური გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ცნობისთვის, წილისყრა 18 მარტს გაიმართება და გაირკვევა, თუ ვინ იქნება იტალიური გუნდის მეტოქე შემდეგ ეტაპზე.