ავტორი:

Credit Suisse შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან 50 მილიარდს ისესხებს, მისი აქციების ფასი 30%-ით გაუფასურდა - კრიზისი ბანკში, რომელთანაც ივანიშვილს სამართლებრივი დავა აქვს

Credit Suisse შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან 50 მილიარდს ისესხებს, მისი აქციების ფასი 30%-ით გაუფასურდა - კრიზისი ბანკში, რომელთანაც ივანიშვილს სამართლებრივი დავა აქვს

შვეცარიის ბანკი Credit Suisse შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან 50-მილიარდამდე ფრანკს ისესხებს, რაც დაახლოებით, 53,7 მილიარდი დოლარია. შესაბამისი განცხადება ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამით ბანკი შეძლებს კლიენტების მომსახურებას და ძირითადი ოპერაციების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ კრიზისში მყოფი ბანკის დასახმარებლად აღნიშნულ განცხადებამდე გამოთქვეს მზადყოფნა შვეიცარიის ფინანსურმა მარეგულირებლებმა.

  • ცნობისთვის, ყოველივეს წინ უძღოდა Credit Suisse-ის აქციების ფასის ვარდნა - ბანკის აქციები თითქმის 30%-ით გაუფასურდა. ქვეყნის ფინანსურ მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ვითარება შემაშფოთებელი არ არის და პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, აღმოიფხვრება.

ინფორმაციისთვის - Credit Suisse-თან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი დავა აქვს. ივანიშვილი ბანკს ადანაშაულებს იმაში, რომ მან ვერ შეძლო ფინანსური თაღლითობისგან მისი დაცვა.

გასულ თვეში Bloomberg-მა დაწერა, რომ Credit Suisse-მა ქართველ მილიარდერს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.