ავტორი:

"მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

"მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა.

აღნიშნულის შესახებ, შალვა ხაჭაპურიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ცუდი შედეგი დადგეს.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ლევან იოსელიანის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გამოხატულ მზადყოფნას. ხაჭაურიძის განმარტებით, იოსელიანი ყოფილი პარლამენტარია და მას ესმოდა, თუ რა განცხადებები კეთდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც, მან თავად უნდა ნახოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა.