ავტორი:

"ვადამდელი არჩევნები აბსურდია - როგორც ცხრა არჩევნებში გამოჩნდა, ისე გამოჩნდება მეათეში, რომ მარგინალები არიან" - შალვა პაპუაშვილი

"ვადამდელი არჩევნები აბსურდია - როგორც ცხრა არჩევნებში გამოჩნდა, ისე გამოჩნდება მეათეში, რომ მარგინალები არიან" - შალვა პაპუაშვილი

"ვადამდელი არჩევნები აბსურდია - ვინმე თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, არჩევნებს დაელოდოს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მორიგი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა.

"რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ეს აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. რაღა დარჩა იმისთვის, რომ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი მორიგ არჩევნებამდე.

ამიტომ ვისაც რაიმე ეჭვი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობაში და ვინმე თუ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში დაელოდოს ვადამდელ არჩევნებს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.