ავტორი:

აშშ-ში, შესაძლოა, სოციალური პლატფორმა TikTok დაიბლოკოს

აშშ-ში, შესაძლოა, სოციალური პლატფორმა TikTok დაიბლოკოს

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სოციალურ მედია TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აპლიკაციას არ გაყიდის, აშშ-ში პლატფორმა დაიბლოკება.

მათივე თქმით, აპლიკაციის მომხმარებელი მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემები დაცული არაა და მათზე წვდომა, შესაძლოა, ჩინეთის დაზვერვასაც ჰქონდეს.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებას კომპანია ByteDance-ის ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, კომპანია აპლიკაციის გაყიდვას და ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის ცვლილებას არ გეგმავს.

2022 წლის თებერვალში კანადასა და აშშ-ში საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურებრივ მოწყობილობებში სოციალურ პლატფორმა TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ.