ავტორი:

"ვაგნერი" მებრძოლების დაქირავებას უკვე პორნოსაიტების საშუალებით ცდილობს - რა სახის რეკლამები განათავსეს, რაც უკვე დაბლოკილია

"ვაგნერი" მებრძოლების დაქირავებას უკვე პორნოსაიტების საშუალებით ცდილობს - რა სახის რეკლამები განათავსეს, რაც უკვე დაბლოკილია

რუსულმა სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა" რეკლამები მსოფლიოს უდიდეს პორნოგრაფიულ ვებსაიტზე განათავსა და მებრძოლების დაქირავება ასე სცადა.

დაჯგუფებამ შარშან სხვადასხვა დაპირებებით პატიმრები მიიზიდა, რათა "ვაგნერს" შეერთებოდნენ. სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი, ისინი სკოლებში დადიან, რათა ბავშვებს "კარიერაზე" ესაუბრონ და თავიანთ დაჯგუფებას ახალი მებრძოლები შესძინონ.

"პორნჰაბზე" განთავსებული რეკლამები, რომლებიც საიტის ვიზიტორებს "ვაგნერის“ დაჯგუფებაში გაწევრებისკენ მოუწოდებდა, კვირის დასაწყისში გაჩნდა. ვებსაიტი რეკლამებს არც ისე ლმობიერად შეხვდა და მათი გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, საიტიდან წაშალა.

"პორნჰაბის" სპიკერმა მედიასთან განაცხადა, რომ რეკლამები უკვე წაშლილია და რომ მათ ვებსაიტზე პოლიტიკური რეკლამების გაკეთება აკრძალულია.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/2899053.html"></iframe>

The Moscow Times-ის თქმით, რეკლამებში ფონზე ქალია ნაჩვენები, შემდეგ კი ხმა ისმის, რომელიც ვაგნერის მიღწევებზე ტრაბახობს და ამბობს:

"მებრძოლებს რუსეთის ყველა რეგიონიდან მივიღებთ". რეკლამის ბოლოს კი ეკრანზე ტელეფონის ნომერი ჩნდებოდა, რომელზეც დაქირავებულ ჯგუფში გაწევრების მსურველებს დარეკვა შეეძლოთ.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, "ვაგნერის" ჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიჟოგინი მეთაურობს, ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტში ცდილობენ მოწინავე პოზიციების დაკავებას.

გარკვეული ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ პრიჟოგინი დაჯგუფებაში გაწევრებისკენ რუს პატიმრებსაც მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, კვირის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ევგენი პრიჟოგინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის უთანხმოებაა და ვერ მოახერხებს ის ამ გეგმის განხორციელებას: "პრიჟოგინი, სავარაუდოდ, თავისუფალი მოქალაქეების რეკრუტირებას ახორციელებს“,- განაცხადა უოლესმა.

წყარო: newsweek

მოამზადა: ანა სიბოშვილმა