ავტორი:

აშშ დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლის შეჯახების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

აშშ დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლის შეჯახების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომელიც შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლის დრამატულ შეჯახებას ასახავს, აბსოლუტურად ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეჯახებას და საწვავის გადასხმას, - ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა.

ამასთან, კითხვაზე, განზრახული ჰქონდა თუ არა რუს პილოტს ამერიკული თვითმფრინავის პროპელერზე დარტყმის განხორციელება, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, კადრები ადასტურებს, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები აგრესიულად და დაუდევრად დაფრინავდნენ.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლის შეჯახების ამსახველი ვიდეო დღეს გამოაქვეყნა.