ავტორი:

"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს

"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრუკ შილდსი ამბობს, რომ 30 წლის წინ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მსახიობი ჟურნალ People-თან ინტერვიუში წარსულ ტრავმას იხსენებს და ინციდენტის შესახებ დეტალურად საუბრობს. შილდსის თქმით, მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა ჰოლივუდში გავლენით სარგებლობდა.

ბრუკ შილდსმა ახსნა, რომ ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უამბო, რადგან ფიქრობდა, რომ არავინ დაუჯერებდა - "ასეთი ფიქრები მქონდა. ხალხს მაშინ არ სჯეროდა ასეთი ამბების. მეგონა, რომ მუშაობას ვეღარასდროს შევძლებდი“.

მსახიობის თქმით, ის 25 წლამდე ასაკის იყო, როცა ეს შეემთხვა. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა კოლეჯი, კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდა და სამუშაოს ეძებდა. ამასობაში, ვახშამზე ჰოლივუდის ერთ-ერთმა გავლენიანმა პიროვნებამ დაპატიჟა. ახალგაზრდა ბრუკს ეგონა, რომ მას სამსახურის შესათავაზებლად ხვდებოდა. ვახშმის შემდეგ, მამაკაცმა ბრუკი თავის ოთახში აიყვანა და სანამ ტაქსის გამოიძახებდა, მასზე იძალადა.

ბრუკმა შემთხვევა დეტალურად აღწერა: "სასტუმროს ოთახს ვათვალიერებდი, როცა ის შიშველი შემოვიდა. ეგრევე ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ შემეშინდა, არ დავეხრჩე. ამის გამო ბევრი ვეღარ ვიბრძოლე და საბოლოოდ, ადგილზე გავშეშდი. ვიფიქრე, რომ ერთხელ არას თქმა საკმარისი იქნებოდა. შემდეგ მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ როგორმე გამეძლო და იქიდან ცოცხალი წავსულიყავი. ფაქტობრივად, ჩემი სული სხეულს გამოეთიშა. ლიფტით ქვემოთ ჩავედი და თვითონ გამოვიძახე ტაქსი. ჩემი მეგობრის სახლამდე მთელი გზა ვტიროდი," - იხსენებდა მსახიობი.

ბრუკი People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ მამაკაცს სასტუმროს ოთახში არ უნდა აჰყოლოდა - "შენ იქ არ ყოფილხარ. ეს არ მომხდარა, ამას ვუმეორებდი თავს".

57 წლის ბრუკ შილდსის თქმით, მტკივნეული ისტორია იმ მიზნით გაასაჯაროვა, რომ ადამიანებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ და სურს იმ ქალებს დაუჭიროს მხარი, რომლებიც სიმართლის გამხელას გადაწყვეტენ.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა