ავტორი:

აქცია პანკისის ხეობაში - ადგილობრივები განმარტებას მოითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე

აქცია პანკისის ხეობაში - ადგილობრივები განმარტებას მოითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე

პანკისის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და განმარტებას მოითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე.

როგორც აქციაზე განაცხადეს, ბოლო შემთხვევის გამო გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა, რადგან, მათი ინფორმაციით, სამი დღეა ქუთაისის აეროპორტში იმყოფება 23 წლის გოგო, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთიდან ქმართან ბრუნდებოდა, თუმცა ქვეყანაში არ უშვებენ.

"თითქმის ერთი წელია ამ პრობლემამ მასობრივი სახე მიიღო. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ და ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემას უქმნიან. არც მიზეზი ვიცით და არც გვეუბნებიან. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, შემოუშვან ლეილა ქავთაროვა შვილთან ერთად ქვეყანაში და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ან გვითხრან მიზეზი. ჩვენი ხეობიდან ძალიან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნებაზე რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა?" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი ინფორმაციით, ლეილა ქავთაროვა წარმოშობით პანკისიდან არის, თუმცა ის ამ ეტაპზე რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეა.

ხეობელები საკითხის მოგვარებას ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დამცველსაც სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ.