ავტორი:

"ოზურგეთის განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა!" - რას აცხადებს ოზურგეთის მერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქალაქში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს

"ოზურგეთის განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა!" - რას აცხადებს ოზურგეთის მერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქალაქში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის რეაბილიტირებულ სკვერში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს. შესაბამისი ფოტოები ჯგუფმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.

მას შემდეგ რაც აღნიშნულ პოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ "ფეისბუქზე" განმარტება გააკეთა:

"აი, ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ. იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!" - წერს თალკვაძე და აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი ოზურგეთის თეატრის წინ.