ავტორი:

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააჯარიმა.

"ინტერპრენსიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჯარიმა 5 პირს დაეკისრა.

ინფორმაციისთვის, შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო.

ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს პარლამენტთან "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა.