ავტორი:

თვითმხილველთა ცნობით, გოგონას დაზიანება კისრის არეში აქვს - რა ხდება ცნობილი მოზარდის გარდაცვალებაზე?

თვითმხილველთა ცნობით, გოგონას დაზიანება კისრის არეში აქვს - რა ხდება ცნობილი მოზარდის გარდაცვალებაზე?
  • ფოტო: ტრაგედიის ადგილის შესასვლელი. სოცქსელში გაავრცელა ირინა ზარანდიამ

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს. არასრულწლოვანი შინიდან საღამოს გავიდა, ოჯახმა კი ძებნა მას მერე დაიწყო, რაც მოზრდი დროულად არ დაბრუნდა. ბავშვს სოციალური ქსელითაც ეძებდნენ, სადაც ფოტოები იყო გამოქვეყნებული და მოქალაქეებს სთხოვდნენ, მიეწოდებინათ მოზარდის თაობაზე ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ გოგონას ნახავდნენ. როგორც "ფეისბუქში" დიდი დიღმის ჯგუფში წერენ, ბავშვის ძებნაში მოსახლეობა იყო ჩართული.

გოგონა ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ პარკში საქანელაზე შენიშნეს. ცხედარი კი ოდნავ მოშორებით, ბნელ ადგილას ნახეს.

ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ამის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის თანახმადაც მოზარდს ძალადობის კვალი ეტყობა. თვითმხილველთა ცნობით, გოგონას დაზიანება კისრის არეში აქვს.

იხილეთ ასევე: