ავტორი:

"სახლში რომ ვერ ნახეს, ძებნა დაუწყიათ...." - რას ჰყვება ადგილობრივი დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ

"სახლში რომ ვერ ნახეს, ძებნა დაუწყიათ...." - რას ჰყვება ადგილობრივი დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადასვენებულია.

ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გოგონა სავარაუდოდ, გაგუდეს.

"ძებნა დაუწყიათ რომ ვერ ნახეს სახლში. წივილ-კივილი მესმოდა ღამე," - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"დილას მოვედი. ახლა ქალი მელაპარაკებოდა და მითხრა, გაუპატიურებული და მერე გაგუდულიაო," - აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.