ავტორი:

"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული..." - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია?

"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული..." - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია?

უმძიმესი ტრაგედია მოხდა 16 მარტს დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი გამთენიისას იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!" - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge - სთან.

მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

იხილეთ ასევე: