ავტორი:

"რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოვიგერიეთ, მტერი კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ჩვენი თავდაცვის გარღვევას ცდილობს" - უკრაინის გენშტაბი

"რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოვიგერიეთ, მტერი კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ჩვენი თავდაცვის გარღვევას ცდილობს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით, რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

"უწყების ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა მათზე 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით კი ისინი უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 73-ჯერ გახსნეს.

"უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას. რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა იბრძვის მარინკას მახლობლად, ბახმუტთან, ავდიივკასთან, ლუგანსკის ოლქში, სამხრეთის ფრონტის ხაზზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთს ასწავლის, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინშთან შეხვედრისას, რომელიც კიევში იმყოფება.