ავტორი:

"პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ" - რას ჰყვება გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი?

"პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ" - რას ჰყვება გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი?

შემზარავი ტრაგედია დიდ დიღომში წუხელ მოხდა. 12 წლის გოგონას პეტრიწის ქუჩაზე ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს, 23:00 საათიდან ეძებდნენ. მთელი უბანი ფეხზე იდგა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. ექიმები შეეცადნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ, სამწუხაროდ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ერთი ვერსიით, ბავშვი მოგუდულია.

თავად სამართალდამცველები რა ვერსიებზე მუშაობენ, ჯერჯერობით უცნობია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე იყვნენ კრიმინალისტები და ძალოვნები.

შოკირებულები არიან გოგონას მეზობლები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ. მომხდარზე საუბარი ყველას უჭირს. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დღისით, გოგონა მეზობლებმა სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან კი გარდაცვლილი იპოვეს.

ანი 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

kvirispalitra.ge - მ ინტრევიუ ჩაწერა გოგონას პედაგოგთან, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ:

- შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.

გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა - ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი.

სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.

25 იანვარს 12 წლის გახდა, საოცარი დაბადების დღე გადაუხადა დედამისმა. ისეთი ლამაზი იყო ანი... წარმოუდგენელია, მასზე "იყო" როგორ უნდა ვთქვა, წარსულში როგორ მოვიხსენიო.

- ანი ეზოში არ შეგხვედრიათ?

- ეზოში მამამისი შემხვდა, მაგრამ არ დავუნახივარ და ამიტომ ვერ შევძელი მასთან გასაუბრება. სპორტსმენი კაცია, სპორტ-კლუბი ჰქონდა ლიეტუვაშიც და აქაც სულ ვარჯიშობს. გუშინ ბენიამინი არ გამიჩერებია, დარბოდა და როგორც აღვნიშნე, ვიფიქრე, ანის გადაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. მამას ის სულ ჩამოჰყავდა ეზოში, თვითონ ვარჯიშობდა, ანი კი ძაღლს ასეირნებდა-ხოლმე. 8 საათი ხდებოდა, სახლში რომ ამოვედი, ბავშვი დავაძინე, ტელეფონი არ მქონდა საძინებელ ოთახში და გვიან რომ შევედი სოციალურ ქსელში, ანის სურათი ვნახე და ასე გავიგე, რომ ბავშვს ეძებდნენ. დედამისს მივწერე, რა ხდება-მეთქი, მაშინ ბავშვი ნაპოვნი არ იყო, მერე ეს შემზარავი ამბავი გავრცელდა.

დედამისმა მომწერა - ანი მომიკლესო... წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: