ავტორი:

"უნდა ვიბრძოლოთ და "ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ - უნდა ვიჩხუბოთ, მივაწვეთ" - ელისაშვილი

"უნდა ვიბრძოლოთ და "ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ - უნდა ვიჩხუბოთ, მივაწვეთ" - ელისაშვილი

"უნდა ვიბრძოლოთ როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ და "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ - უნდა ვიჩხუბოთ, მივაწვეთ - საქართველოს ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არასდროს ჰქონია", - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - სასამართლო ხელისუფლების რეალური რეფორმირების საკითხზე ითრევს ფეხს. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ თვალში ნაცარს ვერავის შეაყრიან.

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ცდილობს თვალებში ნაცარი შეგვაყაროს და გვითხრას, რომ სასამართლოებში "ვინდოუსებია" გადასაყანებელი და სხვა პრობლემა არ არსებობს, მაგრამ არავინ ტყუვდება. ვენეციის კომისიიდან ჩამოსული დასკვნაც ამის დასტურია - დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ სასამართლოში რეალური გაჯანსაღების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა დაიწყოს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსგან. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე რომ დაემუქროს, ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა. შესაბამისად, ხელში ყველა ბერკეტი გვაქვს. "ქართული ოცნება" თვალში ნაცარს ვერ შეგვაყრის - არავინ ტყუვდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.