ავტორი:

"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის, M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე

"Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი" - დემნა გვასალია ფრანგული ჟურნალის,  M Le Magazine du Monde-ს აპრილის ნომრის გარეკანზე

ფრანგულმა ჟურნალმა, M Le Magazine du Monde-მ აპრილის ნომრის გარეკანზე დემნა გვასალიას ფოტო გამოაქვეყნა. "Balenciaga, მოდა და სხვა არაფერი", - ვკითხულობთ ჟურნალის "ინსტაგრამ-გვერდზე". დემნასთან ინტერვიუ ჟურნალისტმა კაროლინ რუსომ ჩაწერა. ჟურნალის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი.

"5 მარტს Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნას ჩვენებას მოდის კვირეულის დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ელოდა. მან შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი ნიჭი და სტილი. ეს ნოემბერში აგორებული სკანდალის შემდეგ, რომელმაც მოდის სახლი სოციალური ქსელების ქაოსში ჩაძირა, მისთვის პროფესიაში დაბრუნების გზად იქცა. საუბარია ორ სარეკლამო კამპანიაზე, რომლის გამოც ბრენდს ბავშვების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ადვოკატირებაში დასდეს ბრალი", - წერს ჟურნალი.

M Le Magazine du Monde პოსტში Balenciaga Gift Shop-ის სადღესასწაულო კამპანიას და Garde-Robe-ის კამპანიას გულისხმობს. გასული წლის შემოდგომაზე Balneciaga და მისი კრეატიული დირექტორი დემნა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ბავშვები, ხელში დათვის ფორმის ჩანთებით. ეს ჩანთები პირველად საზოგადოებამ ნახა პარიზში, როდესაც Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. დათვის ფორმის ჩანთებს აქვთ ტყავის დეტალები და სხვა BDSM - მონობასთან, დამორჩილებასთან, დომინირებასთან, სადიზმსა და მაზოხიზმთან დაკავშირებული ელემენტები.

აღნიშულის გამო საზოგადოებამ ბრენდი ბავშვთა ჩაგვრასა და ბავშვთა პორნოგრაფიის რომანტიზებაში დაადანაშაულა. ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა უარი თქვა Balenciaga-ს სამოსზე და სხვადასხვა მსხვილმა კომპანიამ ბრენდთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა