ავტორი:

ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ბრეთის შესასვლელთან მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, დაშავებულები კი ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული პირების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.