ავტორი:

"საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო... ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - რას წერს ნინო წილოსანი

"საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო... ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - რას წერს ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელთა მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო.

"პუტინთან დაკავშირებულ ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს,

არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა).

ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია!

ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს", - წერს ნინო წილოსანი.