ავტორი:

"ერთხელ ხვიჩას ბებიამ ტელევიზიით ნახა, რომ ბენფიკას ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა და 40 დღე მარხულობდა მის სახელზე" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"ერთხელ ხვიჩას ბებიამ ტელევიზიით ნახა, რომ ბენფიკას ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა და 40 დღე მარხულობდა მის სახელზე" - რას წერს გიორგი კეკელიძე

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე წიგნს წერს.

როგორც კეკელიძის მიერ გამოქვეყნებული "ფეისბუქ" პოსტიდან ირკვევა, ის სოფელ ნაკიფუში ხვიჩას ბიძას, თამზ კვარაცხელიას ესტუმრა და საინტერესო ამბავიც მოისმინა.

"ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური - ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ. როცა პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს.

ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგანცდის", - წერს გიორგი კეკელიძე.