ავტორი:

"რუსეთმა უკრაინაში 164 910 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში" - გენშტაბი

"რუსეთმა უკრაინაში 164 910 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში" - გენშტაბი

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 159 უპილოტო საფრენ აპარატს, 262 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას.