ავტორი:

პესკოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტი რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია

პესკოვი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტი რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვი გასულ კვირას შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია.

“აშკარაა, რას აკეთებენ ეს დრონები და მათი მისია სულაც არ არის მშვიდობიანი მისია საერთაშორისო წყლებში გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ დრონების ოპერატორების პირდაპირ ჩართულობაზე კონფლიქტში და ჩვენს წინააღმდეგ”, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა. პენტაგონის განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.

მედიის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი ცნობილი პირდაპირი სამხედრო შეტაკებაა ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის.