ავტორი:

ხვიჩას კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ტურინში "ტორინო" გაანადგურა

ხვიჩას კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ტურინში "ტორინო" გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის განაღდებისა და მომავალი მეტოქის ("მილანი") გარკვევის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლი" სერია ა - ს 27-ე ტურში ტურინში, "ტორინოს ესტუმრა და ანგარიშით: 0:4 სძლია და სკუდეტოს" მოგებას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა.

მატჩი "ნაპოლიმ" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ტრადიციულად "ნაპოლი" პირველივე წუთებიდან უტევდა, უკვე მე-8 წუთზე ზელინსკის საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით გოლად აქცია,

33-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის ფეხბურთელმა საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ქართველმა "ტორინოს" მეკარეს უშანსოდ დაურტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა. 51-ე წუთზე ოსიმენმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 69- ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ნდომბელემ ხვიჩა კვარაცხელიიას პასის შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში საკუთარ სტადიონზე "ნაპოლიმ" "ტორინოს" ანგარიშით: 3:1 სძლია. ჩვენებურმა იმ მატჩშიც გაიტანა ბურთი.